пятница, 22 июня 2012 г.


პროექტის  სახელწოდება:  ,,სპორტი და ადამიანის ჯამრთელობა.’’
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან სპორტის ზემოქმედებას ადამიანის
ჯამრთელობის ხელშეწყობის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლით მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ადამიანის ჯამრთელობა მოითხოვს მოვლასა და პატრონობას, არ შეიძლება
არა-ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯამრთელობის დაზიანება.
პროექტის მიზნები: კრიტიკული აზროვნების  განვითარება, მოსწავლეები გაეცნობიან
რა ადგილი უნდა ეჭიროს სპორტს მათ ცხოვრებაში. რა ზემოქმედება შეუძლია სპორტით დაკავებას მათი ორგანიზმის კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა  და ადამიანთა
კუნთების განვითარებაში. მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეთ სპორტით  დაკავების
რაციონალური გამოყენების აზროვნება.
მონაწილეთა ასაკი: 15წ.
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა ფაილები, ელექტრონული ჟურნალი  - სპორტი და ჯამრთელობა-  შეიქმნება ბლოგი
სადაც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალა.
პროექტის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა,
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები.
მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება სპორტის სხვადასხვა სახეობების ზემოქმედება ზოგადად ადამიანის ორგანიზმზე და მისი აგებულების განვითარებაზე ფაილების აკრეფა და გაფორმება. მეორე ნაწილს  დაევალება ‘’სპორტის ზემოქმედება  ადამიანის ჯამრთელობაზე’’ საპრეზენტაციო ფაილის შექმნა. მოხდება საერთო დასკვნების გამოტანა და ჯამრთელობის დაცვის ინსტრუქციების ჩამოყალიბება- შეჯერება. ყველა მონაწილე იმუშავებს  ელექტრონული ჟურნალის ‘’ სპორტი და ადამიანის ჯამრთელობა’’-ის შექმნაზე. შეიქმნება პროექტის ანგარიში  და მოხდება პრეზენტაცია მასწავლებლების , მოსწავლეების წინაშე. შექმნებო ბლოგი, რომელზეც განთავსდება მოძიებული და დამუშავებული მასალები, მოხდება ბლოგის პერიოდული განახლება სპორტული თემებით. 
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ , სპორტი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნუკრი  ხაჩიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nukri1956@gmail.com
პროექტის ბლოგი:nukri1956.blogspot.com


გაკვეთილის გეგმა